Forge

ყველაფერი Excel-ში, შეკვეთები WhatsApp-ში — ცვლილებების დროა.

ვაშენებ სპეციალურ პროგრამებს ქართული ბიზნესებისთვის — ხელსაწყოები, რომლებიც შენს კონკრეტულ პრობლემას სწრაფად გადაჭრის.

ვებ აპლიკაციები · CRM სისტემები · ავტომატიზაციები · AWS ინფრასტრუქტურა

  • Enterprise პროექტების გამოცდილება
  • 6+ წელი · CoachNow, Adidas, Epam, CityCom და სხვა
  • პირდაპირ ელაპარაკები იმ ადამიანს, ვინც ქმნის

ნაცნობია?

ეს ის სიტუაციებია, რომლებიც დიდ სააგენტოებთან და შემთხვევით შემსრულებლებთან გელოდება

თვეები, შემდეგ კიდევ თვეები

მარტივი პროდუქტიც კი გრძელ ვადებზე იწელება — ვადები ყოველ კვირა იცვლება

ფასი, სადაც ყველაფერი ბუნდოვანია

სააგენტოს ანგარიშ-ფაქტურაში ბევრი ფენაა — PM-ები, ინჟინრები, ქვეკონტრაქტორები

არ იცი ვინ ქმნის

პროექტი ხელიდან ხელში გადადის, შუა გზაზე იცვლება გუნდი და საბოლოოდ ნახევარს ჩაგაბარებენ

სერვისები

Business Hub

Excel-ის ნაცვლად სისტემა, რომელსაც გუნდი ნამდვილად გამოიყენებს

ვაშენებ სპეციალურ ვებ-აპლიკაციას, ადმინ პანელს ან შიდა სისტემას შენი ბიზნეს პროცესების სამართავად, შენი workflow-ს მიხედვით.

მაგ: ინვერტარიზაცია Excel-ში → რეალური სისტემა, რომელსაც გუნდი იყენებს

$800-დან2–4 კვირა
გავისაუბროთ →

Smart Office

ყოველდღიური განმეორებადი სამუშაოს ავტომატიზაცია

ინტეგრაციები, ავტომატიზაციები, CRM workflow — ნაკლები ხელით სამუშაო, ნაკლები დაკარგული დრო და ნაკლები შეცდომა.

მაგ: WhatsApp-ის შეკვეთები → ავტომატურად ბუღალტრიაში

$500-დან1–3 კვირა
გავისაუბროთ →

Cloud Setup

შენი API — სწრაფი, სტაბილური და სანდო

AWS ინფრასტრუქტურა, CI/CD, hosting და deployment — ტექნიკური საფუძველი, რომელზეც პროდუქტი დგას.

მაგ: სერვერი, ბაზა, deployment — ახალი პროდუქტისთვის ნულიდან

$600-დან1–2 კვირა
გავისაუბროთ →

ყველა ფასი ფიქსირდება უფასო კონსულტაციის შემდეგ — წინასწარ, ნათლად, ფარული ხარჯების გარეშე.

როგორ მუშაობს

ვისაუბრებთ — უფასოდ

ვისაუბრებთ ყოველგვარი ვალდებულების გარეშე. ვიგებ რა გჭირდება, ვაფასებ ტექნიკურ სირთულეს და პირდაპირ გეტყვი — რეალურია შენი იდეა თუ არა და რამდენ დროს მოითხოვს

უფასო

ფასი და ვადა — ქაღალდზე

სამუშაოს დაწყებამდე კონტრაქტში ვაფიქსირებ ყველაფერს — რას ვაშენებ, რამდენი ღირს, როდის ჩაგაბარდება. შუა გზაზე მოულოდნელი ინვოისი — გამორიცხულია

ხელშეკრულება

ვაშენებ, ვტესტავ, გაბარებ

ვაშენებ, ვტესტავ და გადმოგცემ სრულ ინსტრუქციასთან ერთად. პროექტი ოფიციალურად იხურება — ახალი მოთხოვნა ახალ სამუშაოს ნიშნავს

მიწოდება და დახურვა
Care Plan — გაშვების შემდეგარჩევითი · ყოველთვიური

გჭირდება მუდმივი ტექნიკური მხარდაჭერა, ცვლილებები, ახალი ფუნქციები? Care Plan — ყოველთვიური

შეთანხმების ფარგლებს გარეთ მოთხოვნა — ახალი გვერდი, ინტეგრაცია თუ სხვა — ახალ სამუშაოდ ითვლება. ეს წესი ორივეს გვიცავს: შენ იცი რა მოითხოვე, მე ვიცი რას ვაშენებ

რატომ Forge

ვაშენებ მე — დასაწყისიდან ბოლომდე, ყოველი ხაზი ჩემი პასუხისმგებლობაა

Enterprise-ის ხარისხი, SMB-ის ფასად

კვირები — არა თვეები

გამჭვრივალობა - ნებისმიერ დროს იცი, თუ რომელ ფაზაშია პროდუქტი

~ტრადიციული სააგენტოForge
ვინ წერს კოდსდამოკიდებულია გამოცდილებაზეგუნდი, ხშირად ცვალებადიგამოცდილი ინჟინერი — ყოველთვის
სიჩქარეცვალებადი (საჭიროებს მართვას)რამდენიმე თვე (ბიუროკრატია)კვირები (პირდაპირი მუშაობა)
კომუნიკაცია~PM-ისა და ექაუნთის გავლითპირდაპირ — ვინც შენს პროდუქტს ქმნის
პასუხისმგებლობა~გუნდში გადანაწილებულიერთი ადამიანი — ნათელი და პერსონალური
პროდუქტები, რომლებიც live-შია

სამუშაო

სიტუაცია

გოლფის ქოუჩინგ პლატფორმას სჭირდებოდა მასშტაბირებადი პროექტი — ქოუჩებისა და სპორტსმენების დასაკავშირებლად.

რა შეიქმნა

სრული ვებ-აპლიკაცია და ინფრასტრუქტურა ჩემი პასუხისმგებლობით.

შედეგი

პლატფორმა 2026 წლის მეორე ნახევრიდან ჩაეშვება ამერიკულ ბაზარზე

NestJSReactAWS

Vape Zone — Cashier Tool

პროდუქტი

POS სალარო სისტემა საცალო ქსელისთვის. ჩაანაცვლა ნელი, გენერალური სისტემა — მოარგო კლიენტის კონკრეტულ workflow-ს.

შიდა ხელსაწყოReactPOS

DCA Tracker

პროდუქტი

ბიზნეს ფინანსების სისტემა — საცალო ვაჭრობის ქსელს ხელით უწევდა პროდუქციის, შემოსავლის, ტერმინალების რეპორტების, ნაღდი ფულის, ხარჯების, დღის დახურვების შემოწმება და მონაცემთა სიზუსტის დადასტურება.

შიდა ხელსაწყოNext.js
ნოდარ იმედაშვილი — დამფუძნებელი და ინჟინერი
ნოდარ იმედაშვილიდამფუძნებელი და ინჟინერი
დამფუძნებლის შესახებ

წლების განმავლობაში ვაშენებდი სისტემებს დიდი კომპანიებისთვის: Adidas, CoachNow, CityCom

ახლა ვმუშაობ პირდაპირ ქართულ ბიზნესებთან

გამოცდილება LinkedIn-ზე

ამ თვეს შეზღუდული პროექტების რაოდენობა მაქვს.

იდეა გაქვს? მოდი, ვისაუბროთ.

გეტყვი, გამოვა თუ არა, რა დრო დასჭირდება და რა თანხა იქნება საჭირო შესასრულებლად.

მომწერე WhatsApp-ზე

ჩვეულებრივ 1 საათში ვპასუხობ